“ძირს მოძალადე კაცებიო, რომ ვწერთ ხოლმე, საიდან გაიჩითნენ?… ქალი “ჩვარად” ზარდეს წინაპრებმა და კაცი “ვაცად”

459

მოდელი, ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

ძირს მოძალადე კაცებიო, რომ ვწერთ ხოლმე, საიდან გაიჩითნენ ეგ კაცები ამდენნი? საკუთარივე ოჯახებიდან ხომ? დედ მამის შვილები ხომ არიან… ანუ, პრობლემა იმაზე უფრო ღრმაა ვიდრე, მოძალადე კაცი, პრობლემაა მშობლობისა და აღზრდის მეთოდების არ ცოდნა, გულგრილი/გადაჭარბებული მშობლობა, დედმამობის არსის არცოდნა, ოჯახში არასწორობის გაპრავება….

 კიდევ ის არის პრობლემა ჩემი აზრით, რომ ქალი “ჩვარად” ზარდეს, აგრეთვე წინაპრებმა და კაცი “ვაცად”..
ქალიშვილებს გვერდში ოჯახის წევრები არ უდგანან გასაჭირის დროს, “გათხოვილ” ქალიშვილებს მითუმეტეს.. თითქოს ზედმეტები არიან მათთვის, ბიჭებს კი, იმდენად თან ყვებიან ხშირად, ტოქსიკურ და განებივრებულ პიროვნებებს იღებენ. მაგარ პრობლემებში ვართ.
გოგოს ვასწავლი, როგორ იყოს დამოუკიდებელი, რესურსული და ინტერესებით სავსე, ისევე როგორც ბიჭს დავარიგებ, როგორ იყოს დამოუკიდებელი, განათლებული და კაი ტიპი, ქალის, დედის და საკუთარი თავის პატივისმცემელი. ტკბილიძილი!”, – წერს პაიჭაძე.