“ვხედავ ქუჩაში – მოათრევს დედა 3 წლის ბავშვს ცემა-ტყეპით… უცებ მოწყდა ბავშვი დედას, გამოიქცა”

559

“დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი, ოთარ ფანცულაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

“ვხედავ ქუჩაში – მოათრევს დედა 3 წლის ბავშვს ცემა-ტყეპით, კვერს უკრავს ხნიერი მამაკაცი – იმსახურებს, სათამაშო გატეხაო, ჩვენ მილიონრები კი არ ვართო…
უცებ მოწყდა ბავშვი დედას, გამოიქცა და ჩამეხუტა.. მიშველეო.. ერთი ხანობა შუაში ჩავუდექი, მერე ეცა დედამისი, გამომტაცა და უფრო მეტი ცემით გაიგდო წინ – როგორ თუ გამექეცი და უცხო კაცს მივარდიო..“, – წერს ფანცულაია.