“გული გამეგლიჯა… წარმოუდგენელია, როგორი უსამართლოა ეს ცხოვრება”

472

სამედიცინო დაწესებულება “ჰერა-2011” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. კლინიკის ცნობით, გარდაიცვალა მეან-გინეკოლოგი თამარ გოდუაძე.

“ვემშვიდობებით ჩვენს კოლეგას და მეგობარს, ღირსეულ ადამიანს თაკო გოდუაძეს”, – ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.

როგორც სოციალურ ქსელში თამარ გოდუაძის პაციენტები და მეგობრები წერენ, ექიმი მძიმე სენს ებრძოდა:

“როგორ მენანებიი თაკო… გული გამეგლიჯა … რამდენი რამე ვისწავლე შენთან ერთად რატომ?! წარმოუდგენელია… რამდენი პატარა სიცოცხლე მოავლინე ქვეყანას… საუკეთესო ექიმი და ჭკვიანი… სიცოცხლით სავსე”…

“რამდენ ახალ სიცოცხლეს დაეხმარე ამ ქვეყნად მოვლენაში, შენ კი ასე უდროოდ წახვედი ამ ქვეყნიდან… შენთან ერთად სამუშაო პროცესი ერთი დიდი ზეიმი იყო, ხალისი და ბედნიერება შეგქონდა ყველგან… რამხელა დანაკლისი ხარ ყველასთვის მშვიდობით მეგობარო”

“სიტყვებს ვერ ვპოულობ, ძალიან მომენატრები… როგორი უსამართლოა ეს ცხოვრება… შეხვედრამდე ჩემო თაკო”

“ჩემი თაკო ექიმი.. ვუსამძიმრებ ოჯახს… ძალიან მიჭირს მასზე ასეთი რამის თქმა. ვერც წარმოვიდგენ რომ აღარ ხართ”...