“ყველას ცხოვრებაში დგება მძიმე მომენტი, როდესაც თავს ზევით ძალა არ არის…”

333

მსა­ხი­ო­ბი ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­და­სა­ღებ მო­ე­დანს და­უბ­რუნ­და. მსა­ხი­ო­ბი “ინ­სტაგ­რა­მის” ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე წერს, რომ უხა­ლი­სო­ბი­სა და უუ­ნა­რო­ბის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ, სა­მუ­შა­ოს და­უბ­რუნ­და. ნინო წერს, რომ პირ­ვე­ლი­ვე დღეს მიხ­ვდა, რომ სა­მუ­შაო იყო ერ­თა­დერ­თი რამ, რაც მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­იყ­ვან­და…

ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე:

“მე­გობ­რე­ბო, პირ­ველ რიგ­ში ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა მინ­და, გი­თხრათ ჩემი და ჩემი ოჯა­ხის ტკი­ვი­ლის გა­ზი­ა­რე­ბის­თვის და გულ­თან ახ­ლოს მი­ტა­ნის­თვის. ამას ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ.

ყვე­ლას ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა მძი­მე მო­მენ­ტი, რო­დე­საც თავს ზე­ვით ძალა არ არის და ამა­ვე დროს ყვე­ლა გა­წყნა­რებს და გე­უბ­ნე­ბა, რომ “უნდა გა­მაგრდე,“ რად­გან ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ასეთ დროს ადა­მი­ა­ნი სა­მუ­და­მოდ გა­ტყდეს და ცხოვ­რე­ბის ხა­ლი­სი გა­უქ­რეს…

მაგ­რამ რო­დე­საც ჩვე­ნი რო­მე­ლი­მე ახ­ლო­ბე­ლი მი­დის, (ჩვე­ნი გან­ცდე­ბის მი­უ­ხე­და­ვად) ჩვენ ვრჩე­ბით დე­და­მი­წა­ზე და ცხოვ­რე­ბას ვაგ­რძე­ლებთ. ალ­ბათ ამ ცხოვ­რე­ბის სი­სას­ტი­კე და დიდი ირო­ნი­აც ამა­შია – რაც არ უნდა მოხ­დეს, ის მა­ინც გრძელ­დე­ბა… შე­სა­ბა­მი­სად, გრძელ­დე­ბა ჩვე­ნი დღის წეს­რი­გიც: მუ­შა­ო­ბა და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა…

უხა­ლი­სო­ბის და ყვე­ლაფ­რის უუ­ნა­რო­ბის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ მეც და­ვუბ­რუნ­დი ჩემ სა­მუ­შა­ოს და პირ­ვე­ლი­ვე დღეს მივ­ხვდი, რომ ეს იყო ერ­თა­დერ­თი რამ, რაც ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­მიყ­ვან­და!

მინ­და, კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა ვუ­თხრა ჩემს პრო­ფე­სი­ას, რომ ყვე­ლა­ზე დიდ გა­სა­ჭირ­შიც არ მტო­ვებს და სულ ჩემ­თა­ნაა!”