ყველასთვის საყვარელი მოცეკვავე, სალომე ჭაჭუა ცოტა ხნის წინ დედა გახდა. სალომე პირად ცხოვრებას განსაკუთრებით მალავს კამერებისგან, ამ დიდი სიახლის შესახებაც მხოლოდ პატარა სანდროს დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ დაწერა.
ამჯერად კი გვიზიარებს, როგორ უბრუნდება ფორმას, რას აკეთებ იმისთვის, რომ წონა მარტივად და ეფექტურად დაიკლოს: “მშობიარობიდან 2 თვე გავიდა, იდევ ცოტაც დამრჩა ჩემს ძველ წონამდე. მიზანი: ივნისის ბოლომდე”, – წერს სალომე ჭაჭუა და ვიდეოებს გვიზიარებს.
როგორც მოცეკვავე განმარტავს, აქტიურად მიმართავს ანტიცელულიტურ მასაჟს: “როგორც უკვე იცით, ვიტარებ ანტიცელულიტურ მასაჟს. მეოთხე პროცედურაა და შედეგი დაუჯერებელია. აუცილებლად გაგიზიარებთ -მდე და შემდეგ ფოტოებს”.
