ფულადი ჯარიმები მამარდაშვილს – უორინგტონის სასამართლომ ქართველი დამნაშავედ ცნო

6

BBC-ის ინფორმაციით, ამა წლის წლის 27 იანვარს მომხდარი ფაქტის გამო, სასამართლომ “ლივერპულისა” და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დამნაშავედ ცნო და მას ფულადი ჯარიმა დააკისრა.

ირკვევა, რომ ჩვენებური ავტომობილით გადაადგილებისას მობილურ ტელეფონში ვიდეოს უყურებდა და ეს ფაქტი პოლიციელებმა დააფიქსირეს. უორინგტონის სასამართლომ გიორგის 440 ფუნტის ჯარიმა, ასევე 120 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ხარჯების და 176 ფუნტი სტერლინგის ოდენობის დაზარალებულის დანამატის გადახდა დაეკისრა. მას მართვის მოწმობაზე 6 საჯარიმო ქულაც დააკლეს.

ჩეშირის პოლიციის თანამშრომელმა განცხადებაში განმარტა, თუ როგორ დააკავეს მამარდაშვილი 27 იანვარს დაახლოებით 15:45 საათზე.

“მესამე ზოლში ვიმყოფებოდი, როდესაც შავი AUDI-ს მანქანას გავცდი, რომელიც მეორე ზოლში მოძრაობდა. პირველი ზოლი მოძრაობისგან თავისუფალი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ AUDI-ს მანქანა პირველ ზოლში უნდა გადასულიყო და ამან ჩემი ყურადღება მიიპყრო.

როდესაც ამ ავტომობილს გავცდი, შევნიშნე, რომ მძღოლს საჭესთან ახლოს ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა და რაღაცას უყურებდა. როდესაც ამის გაკეთება უსაფრთხო გახდა, ავტომობილი გავაჩერე, რადგან მძღოლთან მესაუბრა, რომელიც ერთადერთი მგზავრი იყო და მას ვთხოვე, რომ პოლიციის ავტომობილში უკან ჩამჯდარიყო”.

როგორც სამართალდამცველებმა განმარტეს, მამარდაშვილმა ქართული მართვის მოწმობა წარადგინა. მას დანაშაული არ უღიარებია, თუმცა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ფულადი ჯარიმა დაეკისრა.