“ახლა კარგად მომისმინეთ ყველამ…”

888

ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ლადო აფხაზავამ სოლიდური თანხა მოაგროვა უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად. რამდენიმე ადამიანი გამოვარდა და იძახის საკუთარი ქვეყნის ბავშვები არ გვყავს გაჭირვებულიო? (სხვისი ფულით უნდა სიკეთე აკეთოს და ასწავლის ლადოს რა უნდა ქნას)
 ახლა კარგად მომისმინეთ ყველამ. ლადო აფხაზავამ 11 ბავშვი გაზარდა მშობლების მზრუნველობას მოკლებული. მარტო კი არ გაზარდა, გზაზე დააყენა ყველა და ახლა ვინც სრულწლოვანია მათთვის სახლების შეძენაზე წელებზე ფეხს იდგამს. ყველა ბავშვი მას „ბიძიას“ ეძახის. ნათქვამი აქვს, რომ მე მამა არ ვარ თქვენიო. ამ ბავშვებს ზრდის (საკუთარ სახლში) ზუსტად 15 წელია, თუ მეტი. და ამის გამო საკუთარი ცხოვრება არ აქვს, შეწირა მათ. გულიც კი მოუვა ალბათ ამ სტატუსს, რომ ნახავს, შვილები რანაირად არ მყავს, რეებს წერო.

მოკლედ იმის თქმა მინდა, აწიც რომ გამოენძრევა ვინმე და სხვის ფულზე დაიწყებს ვინ რა სიკეთე აკეთოს, ლადოს ნურაფერს წამოაძახებს- ლადო სიკეთესთან სუფთაა!”, – წერს ლიკლიკაძე.