“11 წელი ერთად და პირველი ფოტო“

1,006

მოდელი თიკო ჩხეიძე და ფეხბურთელი ნუკრი რევიშვილი უკვე 11 წელია ქორწინებაში იმყოფებიან. სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ მათ ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა და წყვილმა უბედური შემთხვევის შედეგად ქალიშვილი დაკარგა.
დღეს თიკო საკუთარ „ინსტაგრამზე“ მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და მას ქორწინების იუბილეს ულოცავს.
„11 წელი ერთად და პირველი ფოტო“, – წერს მოდელი.