რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი „ტელეგრამზე“ მომღერალ ჯასტინ ბიბერის ფოტოს ავრცელებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სახის დამბლა აქვს. ფოტოს პავლიაშვილის ირონიული კომენტარი ახლავს:
„ოფიციალურად სახის დამბლა, რეალურად კი, ფაიზერის საფირმო ღიმილი“ – წერს პავლიაშვილი „ტელეგრამზე“.
შეგახსენებთ, რომ სახის დამბლა მძიმე პათოლოგიაა, რომელსაც ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება.