ანი გიუნტერი: ,,არ ვიცოდი, დამხვდებოდა თუ არა დედა ცოცხალი”

583

პოპულარული ტელეწამყვანი ანი გიუნტერი ,,ღამის პრაიმ ტაიმთან” საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ დაურეკეს ორი წლის წინ, როდესაც გადაცემა მიჰყავდა და უთხრეს დედის მძიმე მდგომარეობის შესახებ: ,,ზუსტად ასე ამიკანკალდა ხელები, მაგრამ სასწრაფო გამოვიძახე და ეთერი ჩავამთავრე… არ ვიცოდი, დამხვდებოდა თუ არა დედაჩემი ცოცხალი…”

ანი ასევე აღნიშნავს, რომ დედას სურვილი ჰქონდა, მოხუცთა თავშესაფარში ეცხოვრა, თუმცა თავად ეს არ გაუკეთებია: ,,სულ მესმოდა დედაჩემის სიტყვები, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა… ვიცოდი, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, თუ ეს სიკვდილი არ არის, რაც გამოცდილი მაქვს მამაჩემის შემთხვევაში…”

გიუნტერი ასევე აღნიშნავს, რომ დედა სამედიცინო პერსონალს დაუვარდა – ,,ვერ წარმოიდგენთ, რა ზომის ჰემატომა ჰქონდა. უკვე გამოწერის დროს გავიგე. მეუბნებოდნენ, რომ უმნიშვნელო დაზიანება იყო. ვერ წარმოვიდგენდი ასეთ დაზიანებას…”