new_year

“თურქეთში ჩამოვედი ცოტა დაგვიანებით და ექიმებმა კიდევ რაღაც ახალი პრობლემა დაინახეს”

1,042

ხათუნა ჟორდანია თურქეთში შემოწმებაზე ჩასულს ახალი პრობლემა აღმოუჩინეს და ამჟამად, მკურნალობის კურსს გადის. ამის შესახებ მან ფეისბუკ Live-ში ისაუბრა.
„ამჟამად ვიმყოფები სტამბოლში, ჩამოვედი შესამოწმებლად, მიწევდა სამ თვეში ერთხელ ჩამოსვლა, გადამიყვანეს 6 თვეზე, თუმცა ჩამოვედი ცოტა დაგვიანებით 6 თვის თავზე და კიდევ რაღაც ახალი პრობლემა დაინახეს. გავდივარ მკურნალობის კურსს, რაც გამოიხატება დასხივებაში, ანუ ვიკეთებ თითქმის ყოველ დღე“ – ამბობს ჟორდანია და სხვა პაციენტებს გამამხნევებელ მიმართვას უგზავნის.