„მივმართავ ყველა რუს არტისტს, მიბაძონ ჩვენს მაგალითს და არასოდეს გაემგზავრონ საქართველოში მანამ, ვიდრე ასეთი ნაბიჭვრები მიწაზე დადიან“, – დაწერა მაშინ პროდიუსერმა ანდრეი რაზინმა „ინსტაგრამზე“.
დღეს იური შატუნოვი გარდაიცვალა. მიზეზი გულის მწვავე უკმარისობა გახდა.
,,ისე წავიდა ამქვეყნიდან, ვერ იპოვა თავისი ბიოლოგიური მშობლები. დღეს იური შატუნოვი წავიდა ამქვეყნიდან. ღრმა მწუხარება შვილს და მეუღლეს, რომელთა მეტი აღარავინ ებადა” – განაცხადა მომღერალმა თამრიკო გვერდწითელმა.
,,იურას წასვლით 90-იანების დისკოს ეპოქა დამთავრდა. კარგი მოგონებაა ქუთაისთან დაკავშირებით. ,,პრიუტის” ბიჭი იყო. ,,პრიუტში” აღიზარდა, როცა ,,ლასკავი მაი ” ჩამოაყალიბა. მის კონცერტს კომუნისტების დროს ქუთაისის ავტოქარხნის დარბაზში დავესწარი, სადაც წეწვა-გლეჯვა იყო შესვლაზე. დღეს იმ დარბაზში საგანგებო სიტუაციების სამსახურია”, – წერს ალექსანდრე კოპალიანი.
აღსანიშნავია, რომ გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის გინების შემდეგ ,,ლასკავი მაის” პროდიუსერმა განაცხადა, რომ საქართველოში გასტროლით აღარასოდეს ჩამოვიდოდა.