“არ ვიცი, ვის რაში დასჭირდა ჩემი სიკვდილი”

318
გვიან ღამით მუსიკოს გიორგი ბექაურის, სცენური სახელით ფანდურას ახლობლებს მის ფეისბუქგვერდზე მძიმე შეტყობინება დახვდათ.
საბედნიეროდ, მისი გარდაცვალების შესახებ ფეისბუქპოსტი ბოროტი ხუმრობა აღმოჩნდა.
,,სამწუხაროდ, გუშინ შუადღისკენ გამიტეხეს ფეისბუქსი და მას მერე ვეღარ შევდიოდი. არ ვიცი, ვის რაში დასჭირდა ჩემი სიკვდილი. ვერც კომენტარს ვწერდი და ცუდად ვიყავი. საბედნიეროდ, კარგად ვარ, მადლობა უფალს”, – განაცხადა გიორგი ბექაურმა.