„მირჩევნია, ისეთი ვიყო, როგორიც ვარ. ვინც დამეთანხმება, დამეთანხმოს, ვინც გამკიცხავს, გამკიცხოს…“

331

ნუკი კოშკელიშვილი გადაცემა „სხვა ამბავის“ სტუმარია და საუბრობს უარყოფით კომენტარებზე, რომლებსაც საკუთარ თავზე ინტერნეტის საშუალებით კითხულობს ხოლმე:

„სულ თავიდან, როცა ეკრანებზე გამოვჩნდი, ვზომავდი და ვთვლიდი თითოეულ სიტყვას. ვცდილობდი, არ მეთქვა ისეთი რამ, რაც ვინმეს გააღიზიანებდა ან ეწყინებოდა. სულ რომ ვდარდობდი ამაზე, უკან მიბრუნდებოდა ხალხისგან, ამიტომ მივხვდი, რაც უნდა გააკეთო, აუცილებლად იქნება ვიღაც, ვინც საპირისპირო აზრს გამოთქვამს. თუ ცდილობ, ყველას მოაწონო თავი, იქნები ყალბი და იმასაც კი არ მოეწონები, ვისაც შეიძლება შენი მსგავსი აზრი ჰქონდეს…

მივხვდი,რომ ჯობია მოვეშვა – ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მადარდებს, რას ფიქრობს ჩემზე საზოგადოება. ყველა ადამიანები ვართ, მაინტერესებს, განვიცდი და მადარდებს, მაგრამ მირჩევნია, ისეთი ვიყო, როგორიც ვარ. ვინც დამეთანხმება, დამეთანხმოს, ვინც გამკიცხავს, გამკიცხოს. მერე ვიდარდებ იმაზე, ვინც გამკიცხა და გამიხარდება, ვინც დამეთანხმა…“