“9 აპრილის დილას ჩუმად გაიპარა სახლიდან, ჯარისკაცებთან მივიდა და შეაფურთხა”

440

ელენე ხოშტარიას მამა, გოგი ხოშტარია შვილთან დაკავშირებით გარკვეულ ისტორიას იხსენებს.

როგორც ხოშტარია ამბობს, 9 აპრილის დილას მისი ქალიშვილი, სახლიდან გაიპარა და რუს ჯარისკაცებს შეაფურთხა.

„ჩემი ქალიშვილი ელენე ხოშტარია, ბავშვობიდან გაიზარდა აი ამ ეროვნული მოძრაობის ფონზე.

მეგობრობდა ზვიადის ცოლ-შვილთან, გიორგისთან.

ახსოვს კარგად როგორ მოვედით 9 აპრილიდან, ფეხსაცმელები მქონდა სულ სისხლში…

ჩუმად გაიპარა სახლიდან, 9 აპრილის დილას, ჯარისკაცები იდგენენ მრგვალ ბაღთან, მივიდა შეაფურთხა და მერე თქვა, სახეში შეფურთხება შემეშინდა და ფეხებთან შევაფურთხეო,“ – აღნიშნა გოგი ხოშტარიამ “პალიტრანიუსის” ეთერში.