ტელეწამყვანი, თიკა ფაცაცია ასაკის შესახებ საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და მაყურებელს რჩევას აძლევს თუ როგორ უნდა მოემზადონ 40 წლისთვის. ტელეწამყვანმა ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ ისაუბრა.
„ორმოცი წლის ზემოთ იცვლება შეხედულებები რაღაც საკითხების მიმართ, შენ თავს უკვე ზოგავ, რასაც გააკეთებდი ადრე იმას, აღარ შვრები, იმიტომ, რომ იცი ეს შენთვის დიდი მსხვერპლია, რაღაცებზე თანხმობა, არას თქმას სწავლობ. რაც მთავარია, შენ თავს უფრო უვლი, რაც შენ თავს დააზარალებს იმას აღარ გააკეთებ, როგორც გააკეთებდი თავქარიანობის დროს.
მაგრამ 40 წლის ზემოთ, უნდა ითქვას ისიც, რომ ფიზიოლოგიაც იცვლება მეგობრებო, რა ვქნათ, ეს არის ბუნებრივი პროცესი, მე სამი წელი ვემზადებოდი და ვამბობდი, რომ 40 წლის ვხდები, მოვამზადე ჩემი თავი. აღარ არის ჩემი სახის კონტურები იგივე, ჩემი თვალების გარშემო სხვადასხვა სიახლეები გაჩნდა, ფეხი სხვანაირი მაქვს უკვე, გარშემოწერილობა შემეცვალა. ვიყავი მედიუმი, გავხდი ლარჯი, ზოგჯერ XL-იც. ზოგჯერ ხანგრძლივად, რომ ვზივარ, თეძოც მტკივა ხოლმე.
მაგრამ, ვიწყებთ ბრძოლას ამის საწინააღმდეგოდ. მანამდე, რომ რაღაც ვარჯიშზე არ წავიდოდი იმიტომ, რომ სხვაგან მერჩივნა წასვლა, ახლა ვიცი, რომ ჩემი ჯანმრთელობისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და როგორც ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას არ გავაცდენ, ისე არ გავაცდენ საკუთარ თავზე ზრუნვას, ვგულისხმობ ვარჯიშს. კვების თვალსაზრისითაც უვლი შენ თავს fast food-ს და jar food-ის უფლებას აღარ აძლევ თავს, ანუ შეზღუდვებით კი არ ცხოვრობ, არამედ ვიცი ეს მერე რად დამიჯდება მოგვიანებით, ამიტომ გაფილტრულად უყურებ“, – ამბობს თიკა ფაცაცია.