გიორგი ყიფშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ მამასთან, ზურა ყიფშიძესთან დაკავშირებულ ინციდენტს იხსენებს:
„ძალიან ცელქი და ფათერაკიანი ბავშვი ვიყავი. ამის გამო ხშირად ვეხვეოდი შარში და სულ თავგადასავლებში ვიყავი. ხშირად მოდიოდნენ ჩვენს სახლში სტუმრები, იშლებოდა სუფრები. შევძვრებოდი მაგიდის ქვეშ, ფეხსაცმელების თვალიერება მიყვარდა, აქ ჩემი სამყარო მქონდა. ერთხელ ერთ-ერთ სტუმარს ფეხებშუა ჩანგალი გავუქანე და ვდრუზე… მოხვდა, მაგრამ გადარჩა. ბოლომდე არ გაატარა, თორემ დავტოვებდი უშვილოს (იცინის).
წარმომიდგენია, შენი თავგასულობის გამო როგორ გსჯიდნენ…
მსჯიდნენ, მაგრამ არ მცემდნენ, უბრალოდ, მეჩხუბებოდნენ. ალბათ, მაინც მინდობდნენ გვარის გამგრძელებელს (იცინის). თუმცა, ერთადერთხელ, მამაჩემმა ზურამ, სახეში ისე გამარტყა სილა, შორს გამიქნია და რომ მახსენდება, ახლაც მტკივა…“