“ეგონა, დათვი შეხვდა, რის გამოც ესროლა” – ქობულეთში კაცმა თანასოფლელი მოკლა😢💔ქობულეთში, სოფელ ხალაში ახალგაზრდა კაცმა თანასოფლელი მოკლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
სოფლის რწმუნებულის, ნოდარ კახიძის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა.
“სათევზაოდ იყო წასული. გვიან ღამით, უკან დაბრუნებისას სპეციალური ნიღაბი ეკეთა. პარალელურად თანასოფლელი ამავე გზაზე გადაადგილდებოდა, სიბნელის გამო, ვერ მიხვდა, რომ ადამიანი იყო, სამწუხაროდ, ახალგაზრდა მამაკაცმა ხმა არ გასცა. 43 წლის კაცს ეგონა დათვი შეხვდა, რის გამოც ესროლა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. შემთხვევა სოფლის გზაზე მოხდა, ჩაქვისთავში”, – განაცხადა ნოდარ კახიძემ ინტერპრესნიუსთან.