“იურმალაში კიტრი, პომიდორი და ყაბაყი მომყავს. გემრიელი ქართული კერძი ხომ არ გავაკეთო?!” – მაქსიმ გალკინი თბილისურ კონცერტს ქართულად აანონსებს, რომლის ბილეთებიც უკვე იყიდება

176

12 ივ­ლისს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 15 ოქ­ტომ­ბერს ცნო­ბი­ლი შო­უ­მე­ნი და იო­მო­რის­ტი მაქ­სიმ გალ­კი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა. კონ­ცერ­ტი უკ­რა­ი­ნი­დან დევ­ნი­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად მსოფ­ლიო ტუ­რის ფარ­გლებ­ში შედ­გე­ბა და გალ­კი­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად, კი­დევ 12 ქვე­ყა­ნას ეწ­ვე­ვა.

სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტი თა­ვი­დან ჩვენ­ში ხუმ­რო­ბა ეგო­ნათ, ვიდ­რე კონ­ცერ­ტის ანონ­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გა­მოქ­ვეყ­ნდა.

დღეს, ორი სა­ა­თი­დან ონ­ლა­ინ ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა და­ი­წყო. ფასი 50 ლა­რი­დან იწყე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რი ფასი 550 ლა­რია. თა­ვად არ­ტის­ტმა “ინ­სტაგ­რა­მის” სა­კუ­თარ გვერ­დზე უკვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, რო­მელ­შიც ამ­ბობს, რომ იურ­მა­ლა­შია და თან სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­ნონ­სე­ბულ კონ­ცერ­ტზე ლა­პა­რა­კობს… შე­გახ­სე­ნებთ, რომ მას შემ­დეგ, რაც პუ­გა­ჩო­ვა-გალ­კი­ნის წყვილ­მა უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, რუ­სე­თი და­ტო­ვა, რამ­დე­ნი­მე თვე ის­რა­ელ­ში ცხოვ­რობ­დნენ. უკვე ერთი თვეა, რაც ოჯა­ხი იურ­მა­ლა­ში გა­და­ვი­და…

“სხვა­თა შო­რის, აქ იურ­მა­ლა­შიც გვაქვს ბოს­ტა­ნი, ყვე­ლა­ფერს ჩვენ­სას ვჭამთ… კიტ­რი, გა­და­სა­რე­ვი პო­მი­დო­რი და ყა­ბა­ყი მომ­ყავს… რა­ღაც­ნა­ი­რად მო­მინ­და და ამის­გან გემ­რი­ე­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძი ხომ არ გა­ვა­კე­თო?!” – ამ­ბობს გალ­კი­ნი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში რუ­სუ­ლად, შემ­დეგ კი უკვე ქარ­თუ­ლად აგ­რძე­ლებს: “15 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში ჩა­ტარ­დე­ბა ჩემი კონ­ცერ­ტი, იმე­დი მაქვს, კარგ დროს გა­ვა­ტა­რებთ. შეხ­ვედ­რამ­დე, ჩემო მე­გობ­რე­ბო…”