მუსიკოსი, მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში შარტავას ქუჩაზე დაშავებული დათის შესახებ წერს:
“ძლივს კარგი ამბავი გავიგეეე. ყოჩაღ დათი რაც მე შენზე ვინერვიულე. მებრძოლი გმირი ბავშვი ხარ შენ”, – წერს კაჭკაჭიშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.