შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ჯანგოს (ნინო ჯანგირაშვილს) მოუცლია „პოსტვ-სთვის”. კაპიკ-კაპიკ დაუთვლია ჩვენი ხარჯი და შემოსავალი, ოღონდ – ზეპირად, ზერელედ და შეცდომებით; თანაც ისე, რომ მთავარი გამორჩა, ან – განზრახ გამოტოვა. ამის შემდეგ, როგორც ფსევდოლიბერალებს სჩვევიათ, პოლიციას დაუძახა, – შევარდით და დაიჭირეთო.
რა უცნაურია, არა? კეზერას ტელევიზიის 24 მილიონი არ უკვირს; მასზე დადებულ ინკასოს ინკვიზიციად აფასებს; პედოფილიის ეთერში გამშვებს მაინც გულებს უწერს, ჩვენზე კი დუბინკით იწევს.
მაგრამ, კაცმა რომ თქვას, ეგ ჩვენთვის პატივია. ისე, დიდი მადლობა ჯანგოს – საბაბი მოგვცა, რომ ამ თემაზე ვილაპარაკოთ. სულ მალე გამოვაქვეყნებთ გამჭვირვალე ანგარიშს ჩვენი და ჩვენი პარტნიორი კომპანიის ფინანსების შესახებ; დაწვრილებით მოვყვებით ჩვენი წარმატების ამბებს. იმდენად ამომწურავი იქნება ეს ანგარიში, რომ წესით, ჯანგოს, როგორც მედიამენეჯერს, უნდა შერცხვეს.
მაგრამ… აბა, მენეჯერი?! აბა, სირცხვილი?!”- წერს შალვა რამიშვილი.