პარლამენტარი თაკო ჩარკვიანი ორი დღის წინ ატეხილ სკანდალზე წერს, როდესაც მამუკა ხაზარაძეს, ინტერვიუს ჩაწერის წინ პლაკატი ,,თავისუფლება მიშას” გაუშალეს:
,,ისე გამაგებინეთ ადამიანებო ,კოლეგებო, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე, რატომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი პლაკატი, რომელიც პოლიტპატიმარია, ციხეშია უკიდურესად დაუძლურებული,რომელსაც ამდენი რამ აქვს გაკეთებული უკრაინისთვის და რუსეთთან- პუტინთან დაპირისპირებული საქართველოს მესამე პრეზიდენტია, მართლა მაინტერესებს რა ხდება????!!!!!
აღარაფერს ვამბობ იმაზე , რომ არ შეიძლება უდიერად მოეპყრო ამომრჩეველს მოქალაქეს ( სულ რომ გაღიზიანებდეს) , ვის აქვს ამის უფლება????( დაუშალო ნების გამოხატვა) რბილად რომ ვთქვათ არასწორია, ობიქტურად კი სამომავლოდ საშიშია ასეთი ქმედება , ამ შერჩევითი “დემოკრატიით” შორს ვერ წავა პროცესი.
ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი ( ცუდი ფორმით გამოხატული ), ვერ “პრავდება” და რაც უფრო შეეცდება რომელიმე ლიდერი ამ საქციელის გამართლებას კიდევ უფრო ცუდი იქნება სამომავლოდ. დემოკრატია ” ჯიბის,” პრივატიზირებული არ არის !!!!!!!”
თაკო ჩარკვიანს ნანუკა ჟორჟოლიანი კომენტარებში პასუხობს:
,,თაკო, აქციაზე შეიძლებოდა ყოფილიყო მაგრამ კადრი ნახე? ჟურნალისტს რომ კომენტარს აძლევს პოლიტიკოსი, წინ რატომ უნდა დაუდგე მიშას პლაკატით და ეს ვნებს თუ არა მიშას პირველ რიგში.”
თაკო ჩარკვიანი:
,,მისი -ამ მოქალაქის უფლებაა, განხილვაც კი არ შეიძლება მერწმუნე არ არის კარგი სამომავლოდ საშიში ტენდენციაა. მითუმეტეს უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე, არავის გაუკვირდებოდა მიშას პლაკატი..”
ნანუკა ჟორჟოლიანი:
,,თაკო, კომენტარს რომ აძლევ ჟურნალისტს, წინ დაგიდგეს მოქალაქე მისი უფლებაა?”
თაკო ჩარკვიანი:
,, ნანუკა მესმის რასაც ამბობ, მაგრამ ფორმა ფორმა იყო პოლიტიკოსისგან ძალზედ უხერხული და ამპარტავნულად საშიში , არ არის კარგი სამომავლოდ, მე ამ შემთხვევაში აქტივისტზე, მეტად პოლიტიკოსის თმენის ვალდებულება მაინტერესებს”