“ჯოხს ტეხენ დაბალ ღობეზე, საწყალ ქალზე, რომელსაც არაფერი ნაცმოძრაობის ლიდერებისგან განსხვავებული არ უქნია”
თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ნაციონალური მოძრაობის ლიდერები წყევლიდნენ და ცილს წამებდნენ ყველას და ყველაფერს, რაც მიშას გარშემო არ ტრიალებდა.
მათი კარვის წარჩინებული ქალები, კვესიტაძის თამადობით, ობგუჯუებს გვიწოდებდნენ და სამუდამო სინანულით გვემუქრებოდნენ იმიტომ რომ სააკაშვილის კერპის თაყვანისცემაზე უარს ვიძახდით – ყველა ინანებთო, წყობიდან იყო გამოსული .
ჩვენი 3 აპრილის აქციის შემდეგ (ამ აქციის მითვისებაც სცადეს და გავყარე), გვარამიამ დაწყევლა ყველა აქცია, სადაც მიშას გათავისუფლების მოთხოვნა არ იდგა.
ახლა დგანან და სამარცხვინოდ ჯოხს ტეხენ დაბალ ღობეზე, საწყალ ქალზე, რომელსაც არაფერი ნაცმოძრაობის ლიდერებისგან განსხვავებული არ უქნია.
სანამ ყველაფერს თავის სახელს არ დაარქმევთ, არ იტყვით რომ ეს სამარცხვინო კერპთაყვანისმცემლობა თავად თქვენი ბელადის და საკუთრივ თქვენი დანერგილია,
პასუხისმგებლობას თავად არ აიღებთ და დაბალი ღობეების ტუქსვით შემოიფარგლებით, საქმე უკან წაგივათ 🤷🏻♀️
იმიტომ რომ ეს კანონზომიერია.”