ხვიჩა კვარაცხელიას მასწავლებლის ხუმრობა სოციალურ ქსელში

256

169-ე საჯარო სკოლის პედაგოგი მანანა მერაბიშვილი ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას „ფეისბუქზე“ გაეხუმრა და მის ფოტოზე დააკომენტარა – „ხვიჩა, მარტო სირბილი ვერ გიშველის გაკვეთილები ისწავლე“.

მასწავლებლის იუმორს ხვიჩა კვარაცხელიაც გამოეხმაურა. „იმდენი მასწავლეთ მანანა მას მეყოფა მთელი ცხოვრება“, – უპასუხა უკვე პოპულარულმა ფეხბურთელმა თავის პედაგოგს.

მანანა მერაბიშვილი თავის მოსწავლეს ასევე უწერს, რომ ის მისი საყვარელი მოსწავლეა. „როგორი ჭკვიანიც იყო გაკვეთილზე, ისეთივე გონიერია მოედანზე“, – წერს პედაგოგი.