“ბატონო ნიკა, რეებს ბოდავთ, საერთოდ თუ იაზრებთ?!”

715

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, ლალი ქოქოშვილის პოსტს “ნაპოლის” ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ქართველი ემიგრანტებისა და “კვარადონას” შესახებ საკუთარი მოსაზრება იუმორისტმა, ნიკა ქავთარაძემაც გამოთქვა.

ლალი ქოქოშვილი საინფორმაციო სააგენტო TIA.GE-სთან საუბარში ნიკა ქავთარაძეს პასუხობს და აცხადებს, რომ ემიგრანტობა სასირცხვილო არ არის და ემირგაციაში ყოფნისას თავაწეული დადის.

“ბატონო ნიკა, რეებს ბოდავთ, საერთოდ თუ იაზრებთ?! მე არც ემიგრანტობა მცხვენია და არც ის საქმე, სადაც ვმუშაობ. სწორედ, შენისთანები ანგრევენ ჩვენს ქვეყანას – ათასობით ქართველი რომ არის გადმოხვეწილი და მათ შორის მეც. საერთოდ თუ გაქვს წაკითხული ჩემი კომენტარი, ჰაერზე რომ ბოდავ?!

რაც შეეხება თავაწეულ სიარულს, პირადა მე ყველგან თავაწეული დავდივარ – ემიგრაციაშიც და ჩემს ქვეყანაშიც. თქვენი კომენტარი არავის სჭირდება, ვერ გვასწავლით ჩვენ, ემიგრატებს, როგორ უნდა ვიაროთ თავაწეულებმა და როგორ უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის კულტურა. თქვენი რჩევა-დარიგება თქვენთვის შეინახეთ. მე არ გამომადგება უცხო მიწაზე”, – აცხადებს ლალი ქოქოშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლალი ქოქოშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გამო, იტალიელებს ქართვეებისადმი დამოკიდებულება პოზიტიურად შეეცვალათ. ემიქრანტმა ქალმა კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა.

"ვერ გვასწავლით ჩვენ, ემიგრატებს, როგორ უნდა ვიაროთ თავაწეულებმა" - ლალი ქოქოშვილი ნიკა ქავთარაძეს პასუხობს (ექსკლუზივი)

აღნიშნულ პოსტს ნიკა ქავთარაძემ უპასუხა და დაწერს რომ: “ვერანაირად ვერ ვიზიარებ იმ აზრს, რომ სათაკილო, სასირვხვილო და თავის მომჭრელ საქმეს აკეთებენ ქართველი ემიგრანტები და ხვიჩას წარმატება შეცვლის ჩვენიანების შესახებ აზრს”.