“დიდი და მნიშვნელოვანი დღეა…”

276

ფეხბურთელი, შოთა არველაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

“დიდი და მნიშვნელოვანი დღეა არა მხოლოდ კალათბურთისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, მოედანზე 5 სპორტსმენი გადის, 11 თუ 15, ჩვენი დროშა და ქვეყანა ყველას გვაერთიანებს. წარმატებები ჩვენს ბიჭებს ევრობასკეტზე!”, – წერს არველაძე.

ცნობისთვის, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. გახსნით მატჩში ერთმანეთს ესპანეთისა და ბულგარეთის ნაკრებები ხვდებიან.

დღესვე სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონატის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. 18:15 საათზე ერთმანეთს თურქეთი და მონტენეგრო დაუპირისპირდებიან, 21:00 საათზე კი „ევრობასკეტზე“ პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები გამართავს, რომლის მეტოქეც ბელგიის ნაკრები იქნება.

პირველად საქართველოს ისტორიაში, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს, სამ ევროპულ ქალაქთან ერთად, თბილისი მასპინძლობს.

ა ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებები მონაწილეობენ, „თბილისი არენაზე“ ჩატარდება.