“ის გოგო, იმ შუაშია, რომ როცა ჩემს შვილს, ან სხვის შვილს დაბადების დღეზე ეპატიჟები, სულ მცირე, უსაფრთხო გარემო უნდა შეუქმნა”
ჟურნალისტი ნელი თორდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“არ ვაპირებდი ამ თემაზე რამის დაწერას და მესმის, რომ იუბილარი გოგონაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ამ იდიოტურმა გოგო რა შუაშიამ მაიძულა.. იმ შუაშია, რომ როცა ჩემს შვილს ან სხვის შვილს დაბადების დღეზე ეპატიჟები, სულ მცირე, უსაფრთხო გარემო უნდა შეუქმნა. . ბოლო ბოლო, იმ აგარაკის შორიახლოს, მანქანაში გავათენებდი ღამეს, ისე, რომ ბავშვები საერთოდ ვერ დამინახავდნენ და ის შტერული კომენტარები, რომ 21 წლის ბიჭებს უფროსი არ სჭირდებათ, თქვენთვის შეინახეთ. და კიდევ თუ ვინმესთვის მნიშვნელოვანია ჟურნალისტის აზრი, რომელიც ქმარ-შვილის მკვლელს თანაუგრძნობს და მის დედას წარმატებას უსურვებს, უსმინოს, ჩემთვის კი ჭკუის დამრიგებლად ვერ გამოდგება”.