საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“ევროპამ ქე გაგვიხსნა საზღვარი მარააა… რათ გინდა?
საქართველოს მთავრობა
ისე ჩაკეტეთ საზღვრები გეგონება, ფრანგები, ბელგიელები, გერმანელები და იტალიელები ტაიფუნად მოაწყდებოდნენ საქართველოს საზღვრებს რააა… ისევ ჩვენი გაჭირვებული და გაუბედურებული ორი კაპიკის საშოვნელად უცხოეთში გადახვეწილი ემიგრანტები არ ჩამოვიდოდნენ თქვე კაი დედმამისშვილებო?
ჯერ ისედაც არავინ დადის ეს ევროპელი ტურისტი საქართველოში და ახლა საერთოდ ვინ ჩემოვიდოდა, ყველას უკვე ან ესპანეთი აქვს დაჯავშნული ან საბერძნეთი?
მარაა ჭკუა ხო უნდა ამ ყველაფერს?”