„ახლა გაგახსენდა პუტინი? ახლა დაინახე, რომ რუსეთის გარეშე არაფერი გამოგდით?“

200

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაციის დაძაბვას „ტელეგრამზე“ ეხმიანება:

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სიტუაციის დაძაბვის ფონზე, მოქმედი პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი რუსეთს სთხოვს დახმარებას. არადა, ბოლო წლებია, ფაშინიანი, ბევრის მსგავსად, კუდს იქნევს და ორ სკამზე მშვიდად ჯდომას ცდილობს. ის არ უჭერს მხარს რუსეთს ისე, როგორც ეს ნამდვილ მოკავშირეს ეკადრება .

არადა, მის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის რუსეთი. რუსეთს, რომელიც მშვიდობის მტრედია ამ ომში, ის იხსენებს მაშინ, როცა სჭირდება. ახლა გაგახსენდა პუტინი? ახლა დაინახე, რომ რუსეთის გარეშე არაფერი გამოგდით? ბრმაც კი დაინახავს, რომ სომხეთში არაფერი გამოვა რუსეთისა და მისი მხარდაჭერის გარეშე“.