მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი მოძალადე ადამიანზე ასაჯაროებს ინფორმაციას, რომელიც მას მოტაცებით და მასზე ძალადობით ემუქრებოდა.
კოშკელიშვილმა ამის შესახებ გადაცემაში „ია ფარულავას კონვერტი“ ისაუბრა.
“ეს ადამიანი, გარდა იმისა რომ იყო ძალიან შეძლებული, იყო ძალიან გავლენიანი. მე ვიყავი ძალიან ცუდად. ამაზრზენი მამაკაცი იყო, რომელსაც ჰყავდა ცოლი და შვილებიც. რეკავდა ჩემთან, იცოდა ჩემი მისამართი, დამსდევდა და ითხოვდა ჩემთან შეხვედრას. მემუქრებოდა, მოგიტაცებ, რასაც მინდა იმას ვიზამ და ვერავინ ვერ გიპოვისო”, – აცხადებს კოშკელიშვილი.