მსახიობმა და მომღერალმა გიორგი გილიგაშვილმა, დასთან, ნუცა გილიგაშვილთან და “ღამის შოუს ბენდთან” ერთად სიმღერა ჩაწერა, რომელსაც „არ დათვალო“ ჰქვია.
ნუცა გილიგაშვილი წერს, რომ ბედნიერია, რადგან ახალმა სიმღერამ მოლოდინზე დიდი მოწონება დაიმსახურა.
„აქ ის დროა სანამ გავიგებდით, თუ როგორ მოგეწონებოდათ ჩვენი ახალი სიმღერა და უბედნიერესი ვარ, რომ მოლოდინზე დიდი მოწონება დაიმსახურა
მე და ჩემი სიყვარულის ძამიკო დიდი ხანია ერთად ვღიღინებთ, ეს სიმღერა რაღაც განსაკუთრებული, ლაღი, ციმციმა და ბედნიერი გამოვიდა სუპერ ღამის შოუს ბენდთან ერთად რომლებიც უდავოდ უნიჭიერესები არიან და მადლობა მათ ამ შესანიშნავი კოლაბორაციისთვის
ვისაც ჯერ არ მოგისმენიათ ვფიქრობ, ცდად ღირს“, – წერს ნუცა გილიგაშვილი.