თამო ვარშალომიძე VS ნეკა დოროყაშვილი – დავა სასამართლოში გაგრძელდება

191

„პრაიმტაიმმა“ ინფლუენსერის ნეკა დოროყაშვილის და ფოტომოდელის თამო ვაშალომიძის აუდიო ჩანაწერი მოიპოვა.

ჩანაწერი, ნეკა დოროყაშვილის და ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ არის გაკეთებული.

ჩანაწერიდან ირკვევა, რომ დოროყაშვილი ვაშალომიძეს ჰპირდება, სასამართლოზე  გაჟღერებული შეურაცხმყოფელი სიტყვის გამო საჯაროდ მოუხდის ბოდიშს.

,,თამო მე გავამზადე კომენტარი, რომ ავხსნა მოკლედ ეს სიტუაცია და ამ საკითხთან დაკავშირებით მწუხარება გამოვხატო…ამ კომენტარს კი დავდებ საღამოს მაგრამ, ამას წაიღებს დაახლოებით 30 სააგენტო და ეს გაწყობს შენ? რადგან ეს თემა ჩაცხრა და შეიძლება უფრო მეტი აქტუალურობა მოყვეს“, – ამბობს ჩანაწერში ნელა დოროყაშვილი.

სატელეფონო საუბრის შემდეგ დაახლოებით ორ კვირაა გასული, თუმცა დოროყაშვილს ვაშალომიძისთვის საჯაროდ ბოდიში ჯერ არ მოუხდია.

,,პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე დოროყაშვილის მიმართ სამართლებრივ დავას იწყებს.

„2022 წლის 14 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნელი დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა აუდიო ჩანაწერი, რომელშიც ნელი დოროყაშვილი მომიხსენიებდა შეურაცხმყოფელი სიტყვით.

იმავე საღამოს, დამიკავშირდა ნელი დოროყაშვილი. ჩვენს შორის რამდენიმე წუთიანი საუბარი შედგა, სადაც ის ამბობდა რომ პროცესზე გაჟღერებულ აუდიო ჩანაწერში არა თვითონ არამედ ნიკოლოზ ბასილაშვილი მომიხსენიებდა როგორც ესკორტ გოგონას. მე ვუთხარი რომ ჩანაწერი არ მქონდა მოსმენილი და ვისი მხრიდანაც არ უნდა ყოფილიყო ჩემი სახელი ნახსენები ჩემი ღირსების შემლახველი ფორმით, მოვახდენდი შესაბამის რეაგირებას. ნელი დოროყაშვილი დამპირდა რომ მომასმენინებდა ჩანაწერს, რათა დაემტკიცებინა თავისი სიმართლე. ჩანაწერის მოსმენის შესაძლებლობა ჟურნალისტებისგან მომეცა, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს მე მადარებს, მოსარჩელე მხარე კი პასუხობს რომ “თამო ვაშალომიძე არის ესკორტი”.

ზემოთ ხსენებული სასამართლო პროცესი იყო საჯარო, როგორც ჩემთვის ცნობილია ნელი დოროყაშვილის მოთხოვნის საფუძველზე. რასაც ნელი დოროყაშვილი ჩემთან საუბრისას კატეგორიულად უარყოფდა და ცდილობდა დავერწმუნებინე რომ პროცესის დახურვა არ იყო შესაძლებელი, თორემ მასაც არ სურდა აღნიშნული ჩანაწერის გასაჯაროება. სასამართლო სხდომის დასრულებისთანავე მედია საშუალებებმა გააშუქეს აუდიო ჩანაწერიც, რამაც ძალიან დიდი ზიანი მომაყენა – შემელახა ღირსება და სახელი, ამასთანავე ზიანი მიადგა ჩემსა და ჩემი მეუღლის ურთიერთობას, რომ არა რამდენიმე დღის წინ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება შესაძლოა ჩვენი ოჯახი საერთოდ დანგრეულიყო, რადგან ზემოთხსენებული სასამართლო პროცესის შემდეგ ჩემი და ჩემი მეუღლის სამომავლო ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. რამდენიმე დღის შემდეგ, მე დავუკავშირდი ნელი დოროყაშვილს, ავუხსენი რა პრობლემების წინაშე აღმოვჩნდი ჩანაწერის გამო და ვინაიდან ჩემთვის აუდიო ჩანაწერის შინაარსი უკვე ცნობილი იყო მოვითხოვე მისგან ასევე საჯაროდ ბოდიშის მოხდა.

2022 წლის 18 სექტემბერს ჩემსა და ნელი დოროყაშვილს შორის მესამედ შედგა სატელეფონო კომუნიკაცია, სადაც მან მითხრა რომ ტელეფონის ნოუთებში გამზადებული ჰქონდა კომენტარი, რომლითაც ახსნიდა სიტუაციას და “მწუხარებას გამოხატავდა”, ასევე საუბარში აღნიშნა რომ აღნიშნულ თემაზე დაახლოებით 30 სტატია დაიწერებოდა და “მაწყობდა თუ არა ეს ყველაფერი”. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნელი დოროყაშვილს ჩემთვის არ შეუთანხმებია იმ ჩანაწერის გამოქვეყნება სადაც ჩემზე იყო საუბარი და არც იმაზე ფიქრით შეწუხებულა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვა, “მაწყობდა თუ არა” ეს ყველაფერი. საუბრისას ნელი დოროყაშვილი დამპირდა რომ აღნიშნულ განცხადებას იმავე საღამოს დაპოსტავდა.

ჩემი და ნელი დოროყაშვილის ამ უკანასკნელი საუბრის შემდეგ 2 კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა მისი მხრიდან ამ დრომდე მე ვერ დავინახე გადმოდგმული ნაბიჯი, რომელიც იმ მდგომარეობას გამოასწორებდა, რომელშიც მის გამო აღმოვჩნდი. მე, როგორც ქალი, რომელიც თავადაც ვყოფილვარ ძალადობის მსხვერპლი და არაერთხელ ხმამაღლა დამიგმია ძალადობა და ფემიციდი, ძალიან ვწუხვარ რომ დღეს ამ გადაწყვეტილების მიღება მიწევს, მაგრამ დღეს, მინდა ნელი დოროყაშვილს საჯაროდ მივმართო და ვაცნობო, რომ მის წინააღმდეგ ვიწყებ სამართლებრივ დავას.

მაშინ როდესაც ქალი იბრძვის ძალადობის წინააღმდეგ და საუბრობს მორალურ ძალადობაზე და როგორც თვითონ ამბობს ქალების უფლებების დასაცავად მზად არის, სინამდვილეში თავად არის მოძალადე, სწორედ რომ ქალზე მოძალადე და თანაც მორალურად“, – ნათქვამია თამო ვაშალომიძის განცხადებაში.