ჟურნალისტი, ნათია ბერიძე ქართველი დიზაინერ, დემნა გვასალიასთვის საპატიო თბილისელის სტატუსის მინიჭებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მეგის ქარდავას რომ ორჯერ გორგასლის ორდენი მისცა, ლელა წურწუმიას და სოფო ნიჟარაძეს, მაია ასათიანს, ნანუკა ჟორჟოლიანს და ინგა გრიგოლიას თამარ მეფის ორდენები რომ ჩამოურიგა მაშინ ხმა რომელმა ამოიღეთ ახლა რომ პოსტს პოსტზე წერთ?!ა მაშინ ვერ ბედავდით ხო?! ოკ!
ნუ შეუკიკინეთ იმ ბიჭს, მოგვწონს, არ მოგვწონს ეგ კი არა, კახას იმდენი აქვს ამ ქალაქისთვის გაკეთებული, აქვს იმის უფლება ერთხელ ვისაც უნდა იმას მისცეს თბილისის საპატიო მოქალაქეობა! დემნას კი არა ჩვენ წესით თვითონ კალაძეს უნდა ვაძლევდეთ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებას! არ მისახურებს?!
მიშისტია და გეიაო, გავიგეთ არც მე მომწონს ეგ დემნა და ჩემზე მეტად თბილისზე შეყვარებული არ მგონია ვინმე იყოთ, მაგრამ არ გადავირიე..
ამ “გეიმ” ჩვენი ქვეყანა გააცნო მსოფლიოს, ქართული დამწერლობა,აფხაზეთი, შოთა, ვაჟა, აკაკი, ვეფხისტყაოსანი აწერია მთელ ჰოლივუდს გულზე.
მოკლედ გეყოფათ რა. “ხოხობი საფლავში ტრიალებს” კააარგით, კააარგით ხალხო!
კახა კალაძ, მიაწექი მაგარო ბიჭო!”, – წერს ბერიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 2 ოქტომბერს 20 ადამიანეს მიანიჭეს საპატიო თბილისელის სტატუსი, მათ შორის კი ერთ-ერთი დემნა გვასალია არის.