“20 წლის ვიყავი, ცოლი რომ მოვიყვანე, ჩემი მეუღლე იყო 16 – მყავს შვილი და შვილიშვილი”

430

კახა მამულაშვილი სტუმრობდა „შუადღეს“, სადაც განიხილავდნენ თემას „როცა თინეიჯერი შვილი შეყვარებულია“. ცნობილმა პროდიუსერმა საკუთარ გამოცდილებასა და პირველ ქორწინებაზეც ისაუბრა.

კახა მამულაშვილი:

„20 წლის ვიყავი, ცოლი რომ მოვიყვანე, ჩემი მეუღლე იყო 16-ის. მყავს შვილი და შვილიშვილი, მადლობა ღმერთს და ბედნიერი კაცი ვარ. ამ გადმოსახედიდან, რომ ვუყურებ, მარიკო 16 წლის ასაკში რომ გათხოვილიყო… ვერაფერს ვიზამდი, მაგრამ…

თუ შეყვარებული იქნება, გამიხარდება. მარიკოსთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. მგონი, შვილს თვითონ უნდა უნდოდეს რაღაც თემებზე საუბარი. მას ვუთხარი, რომ ყველა თემაზე შეუძლია ჩემთან საუბარი. მარიკომ მითხრა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს…“