“ყველანაირი ლოგიკით, ახლა მკვდარი უნდა ვიყო…”

311

გია ჯაჯანიძემ უპასუხა კითხვას, რა არის მისი ცხოვრების ყველაზე დიდი მოულოდნელობა:

ყველანაირი ლოგიკით ახლა ან მკვდარი უნდა ვიყო, ან ჭიათურაში მაღაროში ვმუშაობდე. იქ მოვკვდებოდი. მოულოდნელობაა, აბა, რა, ჩამოვდივარ ჭიათურიდან, ვეწყობი ყველაზე პრესტიჟულ ინსტიტუტში, ყველაზე პრესტიჟულ ფაკულტეტზე. ხუთ წელიწადში ოთხ ადამიანს იღებდნენ და მათ შორის მოვხვდი მეც, ეს არ იყო მოულოდნელობა?!

ახლა „ნასაში“ უნდა წავსულიყავი გადაღებისთვის და მარტისთვის გადაიდო. აბა, ჭიათურაში ვინ მოიფიქრებდა, რომ ერთ დღეს „ნასში“ აღმოვჩნდებოდი?“ – უთხრა ჯაჯანიძემ “თბილისელებს”