საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებას ეხმაურება. მისი თქმით, საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა, რაც მივიწყებული გქვონდა.
„კვარაცხელიას ფენომენმა იოლად შეგვახსენა, რომ საფეხბურთო ქვეყანა ვართ. მანამდეც ვიყავით, განა არა, უბრალოდ მივიწყებული გვქონდა და თითქოს მოლოდინიც გამცვდარი.
ხვიჩას გამოჩენა მხოლოდ საფეხბურთო საშველი როდია – არაერთი ემიგრანტი მწერს, რომ სიამაყის გრძნობა დაუბრუნდათ და ხმამაღლა ამბობენ საკუთარი, მრავალჭირნახული ქვეყნის სახელს. მინდა დიდი წარმატება და სტაბილური კაშკაში ვუსურვო, ძნელი საქმეა, მაგრამ მიიღწევა, თუ შრომა და ნებისყოფა იქნება.“ – წერს კეკელიძე.