“მთელი მსოფლიო, მათ შორის თავად საფრანგეთი თავისი დედაქალაქიანად ბირთვულ ომის შესაძლებლობაზე ლაპარაკობს, სრულიად ქართული საზოგადოება კი პარიზის მოდის კვირეულზეა კონცენტრირებული”
პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ესეიგი, მთელი მსოფლიო, მათ შორის თავად საფრანგეთი თავისი დედაქალაქიანად ბირთვულ ომის შესაძლებლობაზე ლაპარაკობს, სრულიად ქართული საზოგადოება კი პარიზის მოდის კვირეულზეა კონცენტრირებული… იგინებიან, ილანძღებიან, იფურთხებიან.. ვერაფრით არკვევენ გვასალია მოერევა თუ თუ კოკო შანელი…🤨 კაცო, დაანებეთ რა თავი ამ ბალენსიაგას და ზოგადად ოტ კუტიურს, “ვერა ხედამთ რომ გწყეენთ!?” არ არის ეგ თქვენი საქმე… ლილოს პრეტ ა პორტეზე ვკონცენტრირდეთ!.. არც ჩხუბი მოგვივა და ვიქნებით ასე.. ჯანმრთელად და ბედნიერად, როგორც საახალწლო სადღეგრძელოში…ამასობაში ან პუტინი მოკვდება, ან რადიოაქტიური წყვდიადი ჩამოწვება და ატომურ ბუნკერებში ვინც შევასწრებთ, ჩაცმა სულ აღარ დაგვჭირდება… ბალენსიაგას გამო ნუ დავხოცავთ ერთმანეთს, ნუ “გავთითოკაცდებით”. და ნუ გავახარებთ მტერს!.. საჩხუბარის და საგინებელის მეტი რა გვაქვს ამ მადლიან მიწაზე?!.. როგორც ვოლტერი იტყოდა, ჯობია საქმეს მივხედოთ და ბუნკერების კულტივაციას მივყოთ ხელი 🥰😘”