“ახლა გადამცემენ ანათემას, დაწვას დამიპირებს ბევრი…”

270

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანაში ბევრი ახალი და უცნობი ნივთიერება ჩნდება, რაც გაზრდილ მიგრაციასთან და გახსნილ საზღვრებთან არის დაკავშირებული.

მისივე განცხადებით, პრობლემაა უკონტროლო ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებითაც.

ზურა სიხარულიძეს ამბობს, რომ აუცილებელია მოხდეს სამედიცინო მარიხუანის დანერგვა საქართველოში., რადგან მარიხუანის ბაზრის ლეგალიზება მოახდენს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მკვეთრ შემცირებას.

„ამფეტამინი, ალპფ, მეტაფმეტამინი, აბაზანის მარილი ბევრი ახალი და უცნობი ნივთიერება ჩნდება ბაზარზე და კიდე უფრო მოუმატებს, გაზრდილი მიგრაცია გახსნილი საზღვრები უამრავი ლტოლვილი და მიგრანტი ახალგაზრდა კაცები მომდგარი საზღვრებთან. კოკაინი, ფენტანილი და მძიმე შედეგები გახშირებული სუიციდი და უცნაური სიკვდილები ახალგაზრდების და რას ვაკეთებთ ჩვენ რას უპირისპირებთ ამას ყველაფერს? რა ქმედებას ჩავდივართ ნებისმიერი ჩვენგანი არაფერს. პირიქით ვებრძვით არსებულ სერვისებს, როგორიც არის ჩანაცვლებითი თერაპია დავდევთ პაციენტებს, რომლებიც პროგრამებში დადიან, პოლიცია ხარჯავს უამრავ რესურსს და მათ სტიგმატიზებას ვახდენთ. ვიყენებთ რუსულ ნარატივს ჩანაცვლება არის ყველაზე დიდი უბედურება და დაღუპა ქვეყანა და ასე შემდეგ. ერთადერთი ქვეყანა სადაც ჩანაცვლებითი თერაპია არ არის რუსეთია და თქვენ გააკეთეთ ახლა დასკვნები!

ახლა მეორე უბედურება – ფსიქოტროპული აფთიაქები უკონტროლო ფსიქოაქტიური ნივთიერებები, ისევ შავი აფთიაქები პრობლემა რომელიც ვერ გვარდება რატო?? იმიტომ რომ არის მოთხოვნა. სანამ იქნება მოთხოვნა იქნება მიწოდებაც. ეს არის შავი ბაზრის კანონი ამიტომ აქაც შეიძლება შეცვლა რაღაცების რისი! გავხადოთ ლეგალური როგორც ჩანაცვლებაა და მივცეთ ლეგალურად, ჩავრთოთ სამედიცინო სერვისში ეს ადამიანები და მერე დავეხმაროთ, დავაფიქროთ მათ მდგომარეობაზე გავხადოთ კონტროლირებადი მიღება და შემდეგ მივიღოთ ზომები მათი დახმარებისთვის და კი არ დავხუჭოთ თვალები რომ ეს ადამიანები არიან და მარტო აფთიაქია დამნაშავე!

და მესამე – ახლა გადამცემენ ანათემას, დაწვას დამიპირებს ბევრი მაგრამ მაინც ვთვლი და აუცილებელია რომ მოხდეს სამედიცინო მარიხუანის დანერგვა საქართველოში. კონტროლირებადი მიღება, მარიხუანის ბაზრის ლეგალიზება მოახდენს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მკვეთრ შემცირებას და მათი უზარმაზარი ზიანის შემცირებას და ასევე სხვა მედიცინის დარგებში მარიხუანის დანერგავს და მისგან დამზადებული პრეპარატების ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვება მოხსნის უამრავ პრობლემას ამ ქვეყანაში!! რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის ბევრი არაფერი 1 პოლიციას – გამომძიებლებს კრიმინალურ პოლიციას ჩაუტაროთ ტრენინგები რა არის ჩანაცვლებითი თერაპია და რა სიკეთე მოაქვს ქვეყნისთვის. მე ანაზღაურების გარეშე ნებისმიერ რეგიონში ჩავატარებ პირადად ამ ტრენინგებს და ასევე ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე და ვიმეგობრებთ პოლიციასთან. მათთან ერთად შევცვლით ნარატივს რომ ინექციური მოხმარება არის ცუდი !! და ზიანის მომტანი.

2 კანონის დონეზე მივცეთ ნარკოლოგებს უფლება რომ აიყვანონ მკურნალობაზე პაციენტები ვინც მოიხმარენ სააფთიაქო ნარკოტიკს, შემუშავდეს პროგრამა ამ ადამიანების ჩართვის ამ პროგრამებში და შემდგომი მკურნალობის, რომ მოხდეს მათი როგორც მკურნალობა, ისევე რეაბილიტაცია.

3 მუდმივად ვისაუბროთ ტელევიზიით ახალ ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზიანზე და რა ნივთიერებები არის ბაზარზე, მოხდეს შავი ბაზრის კვლევა რა ხდება და შესაბამისად პრევენცია ზედოზირების! გახდეს ნალოქსონი ხელმისაწვდომი ყველასთვის და აუხსნათ მოსახლეობას, როგორ უნდა მოიქცნენ ზედოზირების დროს და ასე შემდეგ უამრავი აქტივობის დანერგვა შეიძლება ამ მიმართულებით ჩაერთონ ახალგაზრდული ორგანიზაციები.

4 პარლამენტმა გადმოიტანოს მარიხუანა მოერე სიაში და მოხდეს მარიხუანის დაშვება ფარმაცევტულ ბაზარზე და სამკურნალო მარიხუანის ცენტრების გახსნა

ისევ აზრები ხმამაღლა…“, – წერს ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

No description available.