“რადგან ეს სქრინი უკვე გამოქვეყნებულია თავს უფლება მივეცი და დავდე”

409

“კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში საკრებულოს ერთ -ერთი წევრის მიმოწერის სქრინს ავრცელებს, სადაც საქართველოს მესამე პრეზდიენტს, მიხეილ სააკაშვილს “მატყუარას” უწოდებს.

“რადგან ეს სქრინი უკვე გამოქვეყნებულია ბევრჯერ სხვების მიერ, ამიტომ თავს უფლება მივეცი და დავდე (გავაზიარე)! აი ეს ლაშა ბეჭვაია იკლავს თავს მელიას დაცვით და ტალახს გვასხამს ოჯახს და გვლანძღავს, თან პარალელურად ჩანს რომ ზურგს უკან “
მატყუარას უწოდებს სააკაშვილს და ამბობს:” სულ იტყუება არ მორჩა და ხელს გვიშლის მიშაო” …. არადა საკრებულოში მისი ხმებით არის წამოსკუპებული, რანაირად შეუძლიათ ან სად ისწავლეს ასე ფსკერზე ყოფნა?!”, – წერს პოლიტიკოსი.