“ტურისტები”, რომლებიც საქართველოში მიდიან, ვერ იქნებიან ძლიერები და სამართლიანები”

246

უკრაინული მედია ქართველი მომღერლის, ნინო ქათამაძის შესახებ წერს, რომელმაც რუსეთიდან გამოქცეული მოქალაქეების შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში კომენტარი გააკეთა.

“ეს რაღაც სიურეალიზმია… ბუმერანგის პასუხს ჰგავს… როცა აფხაზეთიდან ლტოლვილები გვამებს თან ატარებდნენ, რომ სულ ცოტა მაინც დაემარხათ… ხალხი გზაში სიცივისგან იხოცებოდა. ეს საშინელი კადრებია… ეს არის ამბავი, რომლის წაკითხვა ან ყურება არ შეიძლება, რადგან მაშინვე გული გტკივა… და რუსები თავიანთი ძალაუფლების სავარაუდო „უსამართლობას“ გაურბიან ქვეყანაში, სადაც ტერიტორიების 22% დაიკავეს. … დახმარებას ითხოვენ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც კლავენ.

მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის ფედერაციაში არიან მამაცი ადამიანები, რომლებიც უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის წინააღმდეგი არიან, მაგრამ ეს “ტურისტები”, რომლებიც საქართველოში მიდიან, ვერ იქნებიან ძლიერები და სამართლიანები”, – ამბობს მომღერალი.