ტელეწამყვანი და ექიმი ნინო ნადირაძე “პრაიმ შოუში” საკუთარ ქორწილს იხსენებს და რამდენიმე დეტალს გვიზიარებს.
როგორც ნადირაძე საუბრობს, დიდი ქორწილების მომხრე არ არის, რადგან მისთვის ამ დღეს მხოლოდ სიძე-პატარძალია მნიშვნელოვანი.
“ჩემი ქორწილი იყო 1993 წელს, გაგანია მხედრიონის დროს. ზეზვა და მზია იწერდნენ ჯვარს გვერდით (იცინის). მაყრიონი რომ შემოვიდა, ისეთი სროლა ატეხეს, რომ მეზობლებს ეგონათ ვიღაცას აყაჩაღებდნენ. ქორწილი იყო 70 კაციანი, კუზანოვების სახლში. ძალიან მოკლე კაბა მეცვა, მიხდებოდა სხვათაშორის და მომწონდა ჩემი თავი. ქორწილიდან არავინ არ მახსოვს, ყველა მერე გავიცანი. ქორწილი მხოლოდ სიძე-პატარძლის გამო მომწონს, რომ დავინახო როგორები არიან, რა აცვიათ და იმის იქით არაფერი აღარ მაინტერესებს”, – საუბრობს ნადირაძე.