“რომ შემეძლოს სახლში ვინმეს დაპატიჟება, მე აუცილებლად ვეტყოდი ხვიჩა კვარაცხელიას, ჩემთან მოსულიყო…” – რას წერს იტალიელი ბავშვი?

295

ნეაპოლში, მასწავლებელმა ბავშვებს თხოვა დაეწერათ თავისუფალი თემა სახელად – “ვისთან ერთად გამართავდნენ საოცნებო ვახშამს”. გთავაზობთ 8 წლის იტალიელი ბავშვის წერილს.

რომ შემეძლოს სახლში ვინმეს დაპატიჟება, მე აუცილებლად ვეტყოდი ხვიჩა კვარაცხელიას, ჩემთან მოსულიყო. გავუკეთებდი ყველა იმ საჭმელს, რაც ძალიან უყვარს და ვკითხავდი, როგორ დაიწყო ფეხბურთის თამაში, როგორ შეძლო ამ დონემდე მოსვლა და რას აკეთებდა მისი საფეხბურთო უნარების გასაუმჯობესებლად.

ვთხოვდი, მოეყოლა სახალისო ისტორია ჩემთვის და ბოლოს ვეტყოდი მადლობას იმისთვის, რასაც მოედანზე ჩვენთვის აკეთებს”.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია “ნეაპოლში” მიმდინარე წელს გადავიდა. მან თავისი ნიჭითა და საფეხბურთო შესაძლებლობებით არამხოლოდ იტალიელებს შეაყვარა თავი, არამედ მთელი მსოფლიო აალაპარაკა.