რუსეთის “პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვარუსეთიდან გაიქცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “როიტერსი“ ოვსიანიკოვას ადვოკატზე დიმიტრი ზახვატოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული სახელმწიფო ტელევიზიის ყოფილი რედაქტორის უფლებადამცველის თქმით, ოვსიანიკოვა ახლა “ევროპული სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ იმყოფება”, თუმცა დამატებითი დეტალების გამჟღავნებისგან მან თავი შეიკავა, რადგან “ეს შესაძლოა ჟურნალისტისთვის პრობლემად იქცეს”.
შეგახსენებთ, ოვსიანიკოვამ მარტში, რუსეთის პირველი არხის პირდაპირ ეთერში, უკრაინაში მიმდინარე ომი გააპროტესტა, რა დროსაც ხელში პლაკატი წარწერით “არა ომს” ეჭირა.