ბექა ხოფერიას ახალი რჩეული ყავს

220

დღეს უკვე ბიზ­ნეს­მე­ნი ბექა ხო­ფე­რია წლე­ბის წინ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ჯერ რო­გორც პო­ლი­ტი­კოს ხა­თუ­ნას ხო­ფე­რი­ას ვაჟი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი რო­გორც მომ­ღე­რალ თიკა ჯამ­ბუ­რი­ას მე­უღ­ლე ისე გა­იც­ნო. თიკა და ბექა ჯერ კი­დევ სა­ერ­თო შვი­ლის, ნი­ნას და­ბა­დე­ბამ­დე და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს. ეს ამ­ბა­ვი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვი­თე­ლი პრე­სი­სა და გა­და­ცე­მე­ბის საყ­ვა­რე­ლი თემა იყო…

რამ­დე­ნი­მე წელ­ში ბექა ხო­ფე­რია მე­ო­რედ და­ქორ­წინ­და და მისი რჩე­უ­ლი ინა ოსი­პო­ვა გახ­და. ერ­თმა­ნე­თი მოს­კოვ­ში გა­იც­ნეს, მა­შინ ბექა ამ­ბობ­და, რომ იპო­ვა ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ეძებ­და. ინას და ბე­ქას ორი გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ, თუმ­ცა მე­დი­ა­ში ორი წლის წინ გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ერ­თმა­ნეთს ისი­ნიც და­შორ­დნენ.

მა­შინ თიკა ჯამ­ბუ­რი­ას “ინ­სტაგ­რამ­ზე” გა­მომ­წე­რებ­მა კი­თხვე­ბი სწო­რედ ყო­ფი­ლი ქმრის გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე და­უს­ვეს, რაც თი­კა­მაც და­ა­დას­ტუ­რა.

“არ მჯე­რა, რომ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ჩემი ყო­ფი­ლი ქმრის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით. და­ი­კი­დეთ, ხალ­ხო. სა­მა­გი­ე­როდ, მე და ინა ვართ ერ­თად“, – და­წე­რა თი­კამ და ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ჩან­და, რომ ბე­ქას მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ დროს ატა­რებ­და.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბექა ხო­ფე­რია ამ ცოტა ხნის წინ მე­ო­თხედ გახ­და მამა და სამი გო­გო­ნას შემ­დეგ ვაჟი – გი­ორ­გი ხო­ფე­რია შე­ე­ძი­ნა. ბე­ქას ახა­ლი რჩე­უ­ლი სოფო ქურ­დი­ა­ნია, რომ­ლის “ინ­სტაგ­რა­მის” პრო­ფილ­ზეც ბე­ქას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი მხო­ლოდ ორი ფოტო იძებ­ნე­ბა.