“დილის 7 საათზე ქუჩებს ასუფთავებს, მერე სასწავლებელში მიდის, მერე ძალოსნობაში ვარჯიშობს, შაბათ-კვირას კი ტაძარში მედავითნეა”

255

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ჯაბა ლურსმანაშვილი 19 წლის ზურაბ ბალიაშვილზე წერს, რომელიც აქტიური და მისაბაძი ცხოვრებით ცხოვრობს.

წარმოიდგინეთ, დილის 7 საათზე ნაძალადევის ქუჩებს ასუფთავებს, მერე სასწავლებელში მიდის, მერე ძალოსნობაში ვარჯიშობს. შაბათ-კვირასა და დღესასწაულებზე კი ნაძალადევის ტაძარში მედავითნეა.

 ამ ყველაფერს 19 წლის ზურაბ ბალიაშვილი ახერხებს.

იმისთვის, რომ შტანგის აწევაში სრულყოფილად ივარჯიშოს, საკვები დანამატები სჭირდება. სწორედ ამის
გამო დაიწყო მუშაობა “თბილსერვისში”.
პირველ დღეს უბანში ბევრი ნაგავი დახვდა. ახლა ამაყობს, რომ იქაურობა სუფთაა, მაცხოვრებლებსაც მოეწონათ ეს და ნაგავს ბევრი ძირს უკვე აღარ ყრის.
ზურას სურვილია, რომ საერთოდ არ ვანაგვიანებდეთ ჩვენს გარემოს და საქმით გვიყვარდეს ბუნებაც და ქვეყანაც, რასაც, მე აუცილებლად გავითვალისწინებ.
დიდი მადლობა, ზურაბ!”, – წერს ლურსმანაშვილი.