მომღერალ, თამარ გვერდწითელს დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
“გარდაიცვალა თამარ გვერდწითელის დედა ქალბატონი ინა კოფმანი.
დედა, რომელიც გახლდათ თამარ გვერდწითელის შემოქმედების მუზა.
პანაშვიდები:
დიღომი 8/ აკაკი გელოვანის 1 ჩიხი, სახლი 5.
სამოქალაქო პანაშვიდი შაბათს, 22 ოქტომბერს სიონის საკათედრო ტაძარში 17:00 საათიდან.
გასვენება კვირას, 23 ოქტომბერს, სიონის ტაძრიდან 14:00 საათზე”, – ნათქვამია განცხადებაში.