“რამდენიც ნანუკას და მისი დედის შეცოდება მომინდა, იმდენჯერ ირინა ენუქიძე დამიდგა თვალწინ”

1,971

რეჟისორი ბექა რამიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტის შესახებ წერს, სადაც ჟურნალისტი დედის ავადმყოფობაზე საუბრობს.

„მე მაპატიეთ ზედმეტად კაცთმოყვარე და გულაჩუყებულო დეიდებო და ბიძიებო ნანუკა ჟორჟოლიანის დედის ავადმყოფობას რომ განიცდით და გვამუნათებთ, რა გულქვები ხართო…

მე მაპატიეთ რომ რამდენიც ნანუკას და მისი დედის შეცოდება მომინდა იმდენჯერ ირინა ენუქიძე დამიდგა თვალწინ….

რამდენიც ნანუკას და მისი დედის დარდის გაზიარება მომინდა იმდენჯერ ამ ამაზრზენი არსების ხითხითი და ღლიცინი ჩამესმა ყურში ირინა ენუქიძეზე რო აფრქვევდნენ ეგ და მისი პადრუგები…

მე მაპატიეთ რომ რამდენჯერაც დავაპირე თუნდაც გულგრილად გამეტარებინა ეს ნანუკას შეაჯება – დედაჩემისთვის ილოცეთო, ჩემი სოფლელი ბიჭების კვნესა და მათი დედების ტირილი ჩამესმა ყურებში…

ნანუკა ჟორჟოლიანის დაკვეთით რომ დააინვალიდა მისმა ქმარმა!!!

ამიტომ, მე მაპატიეთ რომ ვერ ვარ თქვენსავით „ღვთისნიერი” და „კაცთმოყვარე ” და სუ ერთ ადგილზე მკიდია ნანუკა ჟორჟოლიანიც და მისი დედაც!!!!”- წერს რეჟისორი.

ცნობისთვის, ირინა ენუქიძე სანდრო გირგვლიანის დედაა, რომელიც 2006 წლის 28 იანვარს პოლიციელებმა ოქროყანის სასაფლაოზე მოკლეს.