“განსაკუთრებით ქალები რომ წერთ მსგავს ამაზრზენობას, როგორ არ გიტყდებათ?”

ჟურნალისტი  ელისო ჯანაშია მონასტერში 70 წლის მონაზვნის გაუპატიურების ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ “უნდა დასრულდეს ეს ჯოჯოხეთი”.

“დედათა მონასტერში შეუვარდნენ მონაზვნებს და გააუპატურეს, ცემეს, დააყაჩაღეს…

 არ ცმია 70 წლის მონაზონს გამომწვევად, არც ენა უტლიკინებია მამაკაცისთვის
მოძალადე და გარყვნილ მამრს მიზეზი არ ჭირდება, ნუ ამართლებთ ისევ ქალის გამომწვევი იქცევით და კაცის მიმართ დაუმორჩილებლობით ნუ ხსნით ზოგი ტვინდაბინდული ამდენ ძალადობას და ფემიციდს.

განსაკუთრებით, ქალები რომ წერთ მსგავს ამაზრზენობას, როგორ არ გიტყდებათ? მერე ასეთი ქალები ზრდით მსგავს შვილებს და უნერგავთ ბავშვობიდან, რომ ქალი ნივთია, საკუთრებაა, თუ არ დაემორჩილა და მის ნებაზე არ იარა, დასაჯოს უნდა კაცმა
უნდა დასრულდეს ეს ჯოჯოხეთი!
თითქოს ყულფში მაქვს თავი და თოკი სულ უფრო ვიწროვდება, სუნთქვა ჭირს, ვიხრჩობი...”, – წერს ელისო ჯანაშია.

ასევე იხილეთ