აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვაჟი დაქორწინდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ სოციალურ ქსელში დაწერა.
“ბედნიერი ვარ, რომ ახლა მესამე ქალიშვილი გვყავს! როგორც ყველა მშობელს, ვუსურვებთ ჩვენს შვილს დიდხანს და ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას! დაე, ალაჰმა დალოცოს ახალგაზრდა ოჯახი და დაეხმაროს მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა! იყავი ბედნიერი, – წერს მეჰრიბან ალიევა.
იგი პატარძლის ვინაობა უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ იგი უკრაინელია.
სოციალურ ქსელში ქორწილის ამსახველი მხოლოდ სამი ფოტო ვრცელდება.