“ხვალ რომ რესპოდენტს დავურეკავ, მოკვლევა უნდა დაიწყოს პერსონალურ მონაცემთა სამსახურმა?“

303

ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ „იმედის“ სიუჟეტის შესწავლის ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

ანუ სერიოზულად ითხოვთ გამოძიებას – როგორ გაიგო ჟურნალისტმა ტელეფონის ნომერი? და რას ამბობთ – ხვალ რომ რესპოდენტს დავურეკავ მოკვლევა უნდა დაიწყოს პერსონალურ მონაცემთა სამსახურმა?
 ხვდებით მაინც რა გიხარიათ? და რას ახალისებთ?“ – წერს მარიამ გაფრინდაშვილი.

ცნობისთვის, „იმედის“ ეთერში დღეს გავიდა სიუჟეტი, სადაც ჟურნალისტმა, მარიკა ბაკურაძემ ჩამოურეკა იმ მოქალაქეებს, ვინც მისი სხვა სიუჟეტის ქვეშ კრიტიკული კომენტარები დაწერეს და მათ განმარტება მოსთხოვა.